|
2018-06-08 13:03:26, 1162 ნახვა
კომენტარი
ბესელია სარალიძეს: უცნაურია კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას
„ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან“, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ზაზა სარალიძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილება მოითხოვა. როგორც ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, მსგავსი ბრალდებით, მას არასდროს დაუდანაშაულებია ზაზა სარალიძე „მე არცერთ ეთერში და მათ შორის რუსთავი 2 ის ეთერში სადაც თქვენც იყავით არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას“, - წერს ეკა ბესელია. როგორც ბესელია აღნიშნავს, ძალიან უცნაურია იმ კომისიაში სადაც უმრავლესობა უკავია უმცირესობას უნდობლობას უცხადებდე მას. „ძალიან უცნაურია იმ კომისაში სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ევროპული საქართველოს, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია , ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას . ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის...“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
სალომე უბირია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)