|
2018-06-08 12:55:05, 1132 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: სასამართლოს რეფორმა ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა, რომელზეც მეტი აქცენტის გაკეთება მოგვიწევს
„რა თქმა უნდა, სასამართლოს რეფორმა არის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება, რომელზეც გაცილებით მეტი აქცენტის გაკეთება მოგვიწევს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლო რეფორმის მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ნდობა არსებობდეს. „სასამართლო რეფორმაზე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ რა თქმა უნდა, ის დღეს არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, მაგრამ დაინახონ ტენდენციები. ტენდენციების გამოკვეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სასამართლო რეფორმის მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მნიშვნელოვანია, აღქმები საზოგადოებაში იყოს ისეთი, რომ ნდობა არსებობდეს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. სახელმწიფომ ამისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ეს აუცილებლად სათქმელია“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)