|
2018-06-08 12:38:28, 833 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - შეადარეთ, როგორ რეაგირებდა საზოგადოების მოთხოვნებზე წინა და როგორ რეაგირებს დღევანდელი ხელისუფლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას მიმართავს, გააკეთონ შედარება, საზოგადოების მოთხოვნებზე როგორ რეაგირებდა წინა და როგორ რეაგირებს დღევანდელი ხელისუფლება. „მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც ხალხი თვეობით იდგა ქუჩაში და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო აბსოლუტურად არანაირი რეაგირება და როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივი ცვლილება მოხდა“, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება პლატფორმის შექმნას, რომელმაც საზოგადოების ორგანიზებული ჩართულობ უნდა უზუნველყოფს. „ჩვენ ასევე მივესალმებით საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ორგანიზებული ჩართულობა. ვფიქრობ, კანონი ასევე იძლევა ამის საშუალებას, რომ როგორც დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლები, მათი ადვოკატები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, შესაძლოა, დაესწრონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს“,- განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, უპრეცედენტოა ისიც, რომ საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა წარმოდგენილია უმრავლესობით და კომისიის თავმჯდომარეც უმცირესობის წარმომადგენელია. „ასე, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, თვისობრივი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მინდა, ჩვენი მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრსა და მოთხოვნებზე დღევანდელი სახელმწიფო. ეს ცვლილება მოიტანა რა თქმა უნდა, 2012 წელს განხორციელებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს იყო, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი ხალხის გამარჯვება. დღეს ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და დიდი იმედი მაქვს, რომ მთელი გუნდი, ერთმანეთის გვერდში დგომით, მხარში ამოდგომით, გავაკეთებთ იმას, რომ გვექნება გამართული სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართლიანობის გრძნობაც მთელს საზოგადოებაში გაცილებით უფრო მყარი იქნება. ამისთვის, რა თქმა უნდა, გადასადგმელია ნაბიჯები, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი სასამართლო რეფორმაზეც“, - განაცხადა გიორიგ კვირიკაშვილმა.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)