|
2018-06-07 15:52:30, 1080 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე - ჩვენ დავადგენთ, ვინ კერავდა თეთრი ძაფით ხორავას ქუჩის საქმეს და ვამხელთ ყველა დამნაშავეს
საგამოძიებო კომისია აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გამოვლინდეს პირთა ვინაობა, ვინც ხელი დააფარა დანაშაულის ჩამდენებს, ვინც გააყალბა მტკიცებულებები და კომისია არ მოერიდება არც ერთ თანამდებობის პირს, - ამის შესახებ ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომისიის და საზოგადოების წინაშე პასუხის გაცემა მოუწევს უკლებლივ ყველა თანამდებობის პირს, ვისაც საქმესთან რაიმე კავშირი აქვს. „ჩვენ ვალდებული ვართ ყველა მექანიზმი გამოვიყენოთ სიმართლის დასადგენად. საგამოძიებო კომისია აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ გამოვლინდეს იმ პირთა ვინაობა, ვინც ხელი დააფარა დანაშაულის ჩამდენებს, ვინც გააყალბა მტკიცებულებები და კომისია არ მოერიდება არცერთ თანამდებობის პირს. არ არსებობს არავითარი ზედა ზღვარი. კომისიის და საზოგადოების წინაშე პასუხის გაცემა მოუწევს უკლებლივ ყველა თანამდებობის პირს ვისაც ჰქონდა რაიმე შემხებლობა მაინც ამ სისხლის სამართლის საქმესთან. ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ კვალიფიციური მუშაობის შედეგად, აუცილებლად ვამხელთ იმ პირებს ვინც დანაშაული ჩაიდინა“,- განაცხადა კახიძემ და დასძინა, რომ კომისიას წვდომა ექნება აბსოლუტურად ყველა მასალაზე, რომელიც ამ საქმეშია. ამასთან, დეპუტატის განცხადებით, კომისია სახალხო დამცველთან და მოკლული არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ინტენსიურად ითანამშრომლებს . „სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო საქმის შესწავლა და პირველ ხანებშივე იკვეთება სერიოზული დარღვევები, მისი განცხადებით. ჩვენ რა თქმა უნდა ინტენსიურად ვითანამშრომლებთ, ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. ჩვენ ვითანამშრომლებთ ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან, რომელიც ჩაერთვება კომისიის საქმიანობაში. მის მასალებსაც წავიკითხავთ კარგად. პირველი რაც ვიცით არის ის რომ დავით სარალიძეს მიყენებული აქვს 10-ზე მეტი ჭრილობა და ჩვენ არ ვიცით ვინ მიაყენა მას ეს ჭრილობები. ეს ვერ დაადგინა გამოძიებამ და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი და ეს ნიშნავს, რომ თეთრი ძაფით არის ნაკერი საქმე. ამიტომ შეიქნა სწორედ საგამოძიებო კომისია ვინ კერავდა ამ საქმეს“,- აღნიშნა კახიძემ. ოთარ კახიძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში აუცილებლად დაიკითხებიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ნებისმიერი თანამდებობის პირი როგორც პროკურატურაში ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში. „მე გვარებს ახლა ვერ გეტყვით ვინ რა თანმიმდევრობით მისცემს ახსნა-განმარტებას. საქმის მასალებს გავივლით და კომისია მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა მან.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)