|
2018-06-07 14:18:13, 1111 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მომავალი წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ 3 თვით გაჩერდება და იქ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება
„2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ჩატარდება ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მან „ენგურჰესზე“ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ისაუბრა: „ენგურჰესზე“ ნამდვილად მოხდა ავარია, რომლის მსგავსიც ბოლო 20 წლის მანძილზე არ მომხდარა. საკმაოდ მალე, 7 დღეში ავარია იყო აღმოფხვრილი. დღეს უკვე ოთხი აგრეგატი მუშაობს და სავარაუდოდ მე-5 აგრეგატს ძალიან მალე დავაერთებთ. არსებობს ინტერაქტიული ვებგვერდი, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ელექტროენერგიის გამომუშავება, ასევე საქართველოდან გასული და შემოსული ელექტროენერგია, სადაც ნათლად ჩანს, რომ დღეს ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ მოხმარებას ელექტროენერგიის და ექსპორტზე გაგვაქვს. რაც ეხება „ენგურჰესის“ რეაბილიტაციას და იქ ჩასატარებელ სამუშაოებს, მუდმივად ტარდება ეს სამუშაოები, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. 2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ჩატარდება ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები. ეს გეგმა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, შეთანხმებული. რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. წელსაც ჩვენ 2 აგრეგატის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. მუდმივად მიმდინარეობს იქ საინვესტიციო პროგრამა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)