|
2018-06-06 13:57:28, 1095 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე კომისიის შემადგენლობაზე: რა პრინციპით შეარჩიეს ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში უკურეაქციას გამოიწვევენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებოს კომისიის შემადგენლობით უკმაყოფილოა. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისია ისეთი შემადგენლობით არის წარმოდგენილი, რომ საზოგადოებაში ნდობის გაჩენის ნაცვლად, უკურეაქციას გამოიწვევს. "კომისია უნდა შექმნილიყო იმისთვის, რომ ხალხში ნდობა გაღზრდილიყო. კომისიის სიითი შემადგენლობა, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ძალიან ბევრ კითხვას იწვევს. თუ ჩვენ ადამიანს ვეძახით სიტყვაზე, მრავალი წლის განმავლობაში, რომ ის არის არჩევნების მთავარი გამყალბებელი და ის ადამიანია სიაში, და ასე სახელობით რომ გავყვეთ, ყველა ადამიანის მიმართ ჩნდება კითხვები. არა მგონია ამ კომისიამ საზოგადოეობაში ნდობა დააბრუნოს. ამიტომ, მაინტერესებს რა პრინციპით შეარჩიეს ეს ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ნდობის გაჩენის ნაცვლად, უკურეაქციას გამოიწვევენ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა. ცნობისთვის, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობასა და დამტკიცებაზე მსჯელობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)