|
2018-06-06 10:56:06, 1241 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: მთავარი ამოცანა არა მხოლოდ დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენაა, თუ რა მოხდა პროკურატურაში
ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებს. როგორც მან აღნიშნა, მოკვლევის ფარგლებში დაიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც საქმესთან რაიმე კავშირი აქვს. ,,შევხვდებით ყველა ადამიანს, რომელსაც რამე კავშირი აქვს ამ საქმესთან. დაწყებული მირზა სუბელიანით და შოთაძით, ასევე კონკრეტული პირებით, ადვოკატებით და იმ პროკურორებით, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული. ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. დღეს, პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას დაამტკიცებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)