|
2018-06-05 18:20:39, 1211 ნახვა
კომენტარი
„ცხვირი არ იყო თავისი, უღმერთოდ აწამეს“ - ტატუნაშვილის მამა სამხარაულის ექსპერტებთან შეხვედრას აპირებს
ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს. როგორც ტატუნაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მას აინტერესებს, რატომ არ არის ასახული დასკვნაში გარკვეული დაზიანებები. "დასკვნაში წერია, რომ შუბლზე ნატყვიარი არ არისო. ვაპირებ შევხდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან, რომ გამარკვიონ რა ეტყობოდა შუბლზე. მიმაჩნია, რომ ეს ნატყვიარია. თანდათან არ ეტყობა ის ადგილი, მაგრამ დაკრძალვის წინა დღეებში დაეტყო. ცხვირზეც აქვს მიყენებული დაზიანებები. სულ სხვანაირი ცხვირი ჰქონდა და ჩვენ კეხიანი ცხვირით გადმოგვცეს. ცხვირი არ იყო თავისი. რუსეთიდან გადმოცემულ დასკვნაშიც ცხვირზე მიყენებულ დაზიანებებზე არაფერი წერია. ეწერა, რომ ცხვირი მთელია. როგორ იყო მთელი, როცა მთელი ცხვირი ჩალურჯებული ჰქონდა. სასტიკად და უღმერთოდ აწამეს. როცა ვერ ათქმევინეს ის რაც სურდათ, გაიმეტეს სასიკვდილოდ. გოტოები, როდესაც ვნახე, ერთი ადგილი არ ჰქონდა მთელი. ქვედა და ზედა კიდურები, გულმკერდის არე, ბეჭები - მთლიანად დალურჯებულია", - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)