|
2018-06-05 12:58:39, 1148 ნახვა
კომენტარი
კახიძე: მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე აუცილებლად იქნებიან იმ პირთა შორის, რომლებიც კომისიის კითხვებს უპასუხებენ
„მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე აუცილებლად იქნებიან იმ პირთა შორის, რომლებიც საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს გასცემენ პასუხს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომისიის სხდომები საჯარო იქნება. „პირველ რიგში შევისწავლით სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც დევს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. ეს სისხლის სამართლის საქმე დეტალურად გასავლელია და შემდგომ უნდა გამოიკვეთოს იმ პირთა წრე, ვინც უნდა მოვიდეს და კომისიის წინაშე მისცეს ახსნა-განმარტება. თამამად შეიძლება თქმა, რომ მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე აუცილებლად იქნებიან იმ პირთა შორის, რომლებიც საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს გასცემენ პასუხს. კომისიის სხდომები იქნება საჯარო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელი იქნება სახელმწიფო საიდუმლოების ან სხვა ტიპის სენსიტიური ინფორმაციის განხილვა", - განაცხადა ოთარ კახიძემ. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე ჩამოყალიბდება. დღის წესრიგში 15 განსახილველი და 60-მდე კენჭსაყრელი საკითხია შეტანილი. ბიუროს სხდომა ხვალ, 12:45 წუთზე, ხოლო რიგგარეშე სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)