|
2018-06-05 12:32:19, 1111 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ძირითადი ტრანსპორტი
„მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც თბილისელები გადაადგილდებიან”, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. ქუმსიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერი შესაძლებლობების მაქსიმუმ იყენებს პრობლემის მოსაგვარებლად. „მე ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი კახა კალაძე აკეთებს ყველაფერს, აკეთებს მაქსიმუმს, რაც არის შესაძლებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები და შესაბამისად, შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს გააჩნია, უნდა იყოს სწორად გამოყენებული“, - აცხადებს ქუმსიშვილი. შეგახსენებთ, ორი დღის წინ მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვის შესახებ განაცხადეს. მათ შიმშილობაც დაიწყეს. აღნიშნულის გამო, მეორე დღეა დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია. ისინი ხელფასების 45%-ით გაზრდას ითხოვენ. როგორც მემანქანეებმა განაცხადეს, გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)