|
2018-06-04 19:58:51, 1281 ნახვა
კომენტარი
თადუმაძე: შეიქმნება სპეციალური ფორმატი, რათა ზაზა სარალიძეს საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შალვა თადუმაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზაზა სარალიძეს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც თადუმაშვილმა აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა ინფორმაციის უზრუნველყოფის ფორმატის შექმნა. "პრემიერ-მინისტრი შეხვდა მალხაზ მაჩალიკაშვილს, ზაზა სარალიძეს და ლევან დადუნაშვილის ოჯახს. შეხვედრას მათი ადვოკატები ესწრებოდნენ. ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. შეხვედრებზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელზეც კითხვები არსებობდა ბოლო დღეების განმავლობაში. შს მინისტრმა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ზაზა სარალიძეს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ინფორმაციის უზრუნველყოფის ფორმატი, იმისათვის, რომ სარალიძის ოჯახს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)