|
2018-06-04 19:52:10, 1341 ნახვა
კომენტარი
სარალიძის ადვოკატი: გამიჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლებელია, საქმე შესწავლილ იქნეს სრულყოფილად და ობიექტურად
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პრემიერს მიაწოდეს მთელი ის ინფორმაცია, რაც საქმესთან დაკავშირებით ჰქონდათ. „ჩემი შეფასებით შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაირა, მშვიდ ვითარებაში. ჩვენ მივაწოდეთ მთელი ის ინფორმაცია, რაც გვქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით და გულისტკივილი რასაც დაზარალებული განიცდიდა მთელი ამ ექვსი თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრას ექნება შემდგომი ნაბიჯები და რეაგირება მოყვება. პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს საქმესთან მიმართებაში. პრემიერმა, გამოთქვა მოსაზრება და მოგვცა დაპირება, რომ არსებობს სრული სამართლებრივი და პოლიტიკური მზაობა იმისთვის, რომ საქმე მათი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდეს და ასევე დაზარალებული მხარე, ჩართონ საქმის გაცნობის ვითარებაში, რადგან ნებისმიერი დეტალი იყოს ჩვენთვის ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია განვაცხადო, მე გამიჩნდა მოლოდინი, იმისა რომ შესაძლებელია საქმე შესწავლილ იქნეს სრულყოფილად და ობიექტურად“,– განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა. ცნობისთვის, ზაზა სარალიძე ადვოკატთან და სახალხო დამცველთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)