|
2018-06-04 18:47:26, 1406 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: აქციები გაგრძელდება - თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა ნახავს შედეგებს
მთავრობის ადმინისტრაციაში ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის ზაზა სარალიძის, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ერთობლივი შეხვედრა დასრულდა. როგორც სარალიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები უცვლელად გაგრძელდება. "აქციები პარალელურად გაგრძელდება. საბოლოო სიტყვა მითხრა პრემიერმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გადავდგები თუ არაო. ჩვენ წაყენებული გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, მის გადადგომასთან დაკავშირებით. თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა ნახავს შედეგებს. დააკავონ მირზა სუბელიანი, მკვლელები და ყველა ის ადამიანი, ვინც მტკიცებულებების გაყალებებასა და ფალსიფიცირებაში მონაწილეობდნენ. მინისტრი იყო, გამომძიებელი, ვინ გასცა ფარდულის დანგრევის ბრძანება და ასე შემდეგ. ყველა მოთხოვნა უცვლელია, სისტემა უნდა დაინგრეს. პრემიერმა მითხრა, ახლავე დავტოვებ თუ გინდა გადადგომაო, მაგრამ ველოდები შედეგებს. ვითხოვ სისტემის ჩამოშლას. გახარიამ ვერაფერი მითხრა, რა უნდა ეთქვა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)