|
2018-06-04 17:23:16, 979 ნახვა
კომენტარი
კოჟორიძე: აუცილებელია, მემანქანეთა გაფიცვასთან დაკავშირებით, მეორე მხრიდან გადაიდგას ნაბიჯები
პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეთა აქციაზე მივიდა და გაფიცულებს გაესაუბრა. კახა კოჟორიძის განცხადებით, მეტროპოლიტენის მემანქანეები კონსტიტუციური უფლებების მიხედვით მოქმედებენ, რადგან შიმშილობა და გაფიცვა მათი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებია. ამასთან, კახა კოჟორიძეს აუცილებლად მიაჩნია, რომ მეორე მხრიდან გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ მწვავე პროცესს დიალოგისკენ და საბოლოო შეთანხმებისკენ წაიყვანს. "მთელი ეს პერიოდი, როცა ამ ადამიანებმა თავიანთი კონსტიტუციური უფლებების ფარგლებში დაიწყეს პოზიციის დაფიქსირება, ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალს. ისინი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებენ. ცხადია, მოლაპარაკებას ამ პროცესში ალტერნატივა არ აქვს და აუცილებლად მიმაჩნია მოლაპარაკებების გაგრძელება. ზოგადად ის, რომ ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, მგონი, ამაზე საუბარი არ არის და სახელფასო პოლიტიკა სამართლიანი უნდა იყოს. დღევანდელ შეხვედრაზე მემანქანეებმა იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ხელფასის მომატების მოთხოვნას ისინი 2014 წლიდან აყენებენ. ეს გრძელვადიანი პროცესია, ასე არ უნდა დადგეს საკითხი, რომ უცებ ვიღაცამ გადაწყვიტა შანტაჟი. ეს არასწორი შეფასება იქნება, ეს არ იქნება სამართლიანი შეფასება ამ პროცესისთვის. 2014 წლიდან პერიოდულად ხდებოდა სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები. 2016 წელს შედგა შეთანხმება, სადაც განისაზღვრა, რომ 2017 წელს მოხდებოდა ამ შეთანხმების გადახედვა ხელფასების გაზრდის მიმართულებით, თუმცა ეს შეთანხმება ხელფასების ზრდის კუთხით არ შესრულდა. შესაბამისად, ამ ადამიანების პროტესტიც აქედან მომდინარეობს. ამ რამდენიმეწლიანი პროცესის გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, რომ მეორე მხრიდან უნდა გადმოიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მწვავე პროცესს დიალოგისკენ და საბოლოო შეთანხმებისკენ წაიყვანს", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)