|
2018-06-04 16:54:15, 1246 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ პასუხი Hub Georgia-ს
„საქართველოს რკინიგზა“ Hub Georgia-ს პასუხობს. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, Hub Georgia-ს მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებები ცილისმწამებლური, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეურაცხმყოფელი და რეპუტაციის შემლახველია. „რკინიგზამ არაერთგზის განმარტა საკუთარი პოზიცია კომპანიის განვითარებისა და ხედვის შესახებ, ჩვენ მსგავსად წამყვანი ევროპული რკინიგზებისა, კვლავაც, ვრჩებით ინფრასტრუქტურული კომპანიიდან მსხვილ, გლობალურ ლოგისტიკურ კომპანიად გარდაქმნის მომხრედ, რა დროსაც შვილობილი კომპანიების მეშვეობით საექსპედიტორო ბიზნესის წარმოება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და წარმოადგენს წარმატების საფუძველს. ამასთან, კვლავაც ვადასტურებთ და ვაცხადებთ, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ საჯარო ოფერტის პირობებში ყველა დაინტერესებულ კომპანიას (მათ შორის საკუთარ შვილობილსაც) სთავაზობს არადისკრიმინაციულ, თანაბარ სატარიფო განაკვეთს სარკინიგზო მომსახურების მისაღებად. რაც შეეხება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სახდელის სახით 1000 (ერთი ათასი) ლარიან ჯარიმის დაკისრებას, განვმარტავთ, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ 2018 წლის 26 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ხსენებული „დადგენილება“, რამდენადაც „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის“ დანაწესიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ არ წარმოადგენს აუდიტის ობიექტს. უმთავრესად კი უნდა ითქვას, რომ „დადგენილების“ გასაჩივრების მთავარი მიზანია, საქართველოს სასამართლოს მიერ დადგინდეს პრაქტიკა და განისაზღვროს, თუ რამდენად ვრცელდება ზემოთხსენებული კანონი „საქართველოს რკინიგზასა“ და მის მსგავს სამართლებრივი სტატუსის მქონე იურიდიულ პირებზე. ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული „დადგენილების“ თაობაზე არ ჩაგვბარებია. ვიმედოვნებთ, სასამართლოს მიერ დადგინდება პრაქტიკა და განიმარტება კანონის სადავო ნორმა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2015 წლის 30 დეკემბრის N199/37 და 2016 წლის 08 ივლისის N4880/21 ბრძანებების საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა რკინიგზის 2015 წლის შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მოცემული აუდიტის ჩატარების დროისათვის რკინიგზის პოზიცია იგივე იყო, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, აუდიტის სამსახურს თავისი მოვალეობების შესრულებაში ხელი არ შეშლია, პირიქით რკინიგზის მენეჯმენტის დავალებით კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები შეუფერხებლად აწვდიდნენ აუდიტის სამსახურს აუდიტის ჩასატარებლად აუცილებელ დოკუმენტაციასა და ინფორმაციას. მოვუწოდებთ, Hub Georgia-ს შეწყვიტოს რკინიგზის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას გავატაროთ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
(R)
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)