16:37 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 16:18:28, 1098 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ 34 თანამშრომელს საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცათ

"საქართველოს რკინიგზის" 34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცათ. 

ამ ღონისძიებით საქართველოში Iowa State University-ის მხარდაჭერითა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით მიმდინარე საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა. 

უკვე სერტიფიცირებული ტრენერები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების კურსს საქართველოს რკინიგზის ყველა რეგიონსა და სტრუქტურულ ერთეულში ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. მის ფარგლებში სარკინიგზო კოლეჯის ლექტორების გადამზადებაც მოხდა. აღნიშნული ინიციატივა შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევასა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას ემსახურება.

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა 4 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics