|
2018-06-04 16:15:41, 1131 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტს, ბიუროს დღევანდელ სხომაზე, ახალი რეგლამენტი წარედგინება
საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს, ითხოვს ძლიერი პარლამენტის არსებობას. სწორედ ამიტომ, პარლამენტის ხელმძღვანელობის ინიციატივით, განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შერჩა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და ანგარიშები მოამზადეს. ახალი რეგლამენტი ემსახურება პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესებას. ეს ცვლილებები ჰარმონიზაციაში მოდის კონსტიტუციის ცვლილებასთან და თვისობრივად სხვა ეტაპზე გადაჰყავს მთავრობის წევრების და საკანონმდებლო ორგანოს ურთიერთობა. საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესების მიზნით ახალ რეგლამენტში, მკაფიოდაა განსაზღვრული პარლამენტის წინაშე აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება. პრემიერ-მინისტრი წელიწადში ერთხელ პარლამენტს პირადად წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. ასევე, თითოეული მინისტრი ვალდებული იქნება წელიწადში ერთხელ მაინც წარსდგეს პარლამენტის წინაშე, ეს კი ნიშნავს რომ მინიმუმ 14 მინისტრის საათი გაიმართება წელლიწადში. მარტივდება საგამოძიებო კომისიის შექმნისა და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, კომიტეტებზე მთავრობის წევრის ან სხვა ანგარიშვალდებული პირის დაბარება, ასევე მკვიდრდება ინტერპელაციის ინსტიტუტი, (რაც გულისხმობს პარლამენტის წევრთა შვიდკაციანი ჯგუფის (ნაცვლად 10-კაციანი ჯგუფისა), ან ფრაქციის უფლებას, შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს, ხოლო შეკითხვის ადრესატი ვალდებული იქნება გამოცხადდეს პლენარულ სხომაზე და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. საკანონმდებლო ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით ინერგება თემატური მომხსენებლების ფუნქცია, არსებული რეგლამენტის ძირითადი ხარვეზებია - უფუნქციო ნორმები; სისწრაფის ხარჯზე უხარისხო საკანონმდებლო პროცესის წარმოება; დუბლირება და კოლიზიები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)