|
2018-06-04 15:55:12, 1172 ნახვა
კომენტარი
თადუმაძე: პრემიერი მზად არის, შვილმკვდარ მშობლებს და მათ ადვოკატებს შს მინისტრთან ერთად შეხვდეს
„პრემიერი მზად არის, შვილმკვდარ მშობლებს შეხვდეს თავიანთ ადვოკატებთან ერთად“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შალვა თადუმაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრა შს მინისტრთან და სახალხო დამცელთან ერთად გაიმართება. „პრემიერ-მინისტი გიორგი კვირიკაშვილი, მზად არის, მათივე მოთხოვნით შეხვდეს ზაზა სარალიზეს ადვოკატთან ერთად ასევე, მალხაზ მაჩალიკაშვილს, მათ შეხვედრას დაესწრება გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პრემიერი მზად არის აღნიშნულ პირებს შეხვდეს ახლავე“, -აღნიშნა შალვა თადუმაძემ შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან, ასევე ანტისამთავრობო აქციის ლიდერთან, ზვიად კუპრავასთან და სხვა ოპოზიცოინერ პოლიტიკოსებთან ერთად, პრემიერთან შედსახვედრად კანცელარიასთან მივიდა. სარალიძემ აღნიშა, რომ თუ მის თანმხლებ პირებს ადმინისტრაციაში არ შუშვებენ, პრემიერს არ შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)