|
2018-06-04 14:44:56, 1281 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია: მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა ?
„პოლიტიკოსებმა, ვიდრე მოთხოვნებს გაავრცელებენ, კონსტიტუციას უნდა ჩახედონ”, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მთავრობის გადადგომის შესახებ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას. როგორც ბესელიამ განმარტა, ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კონსტიტუციით აკრძალულია. "იმ პოლიტიკურ პარტებს მინდა ვუპასუხო, ვინც მთავრობის გადადგომის მოთხოვნებს აყენებს, მათ რა ლეგიტმაცია აქვთ ეს მოითხოვონ? ვადამდელი არჩევნები როგორ დაინიშნება ახლა, როცა ეს კონსტიტუციით აკრძალულია, წინააღმდეგობრივია კონსტიტუციასთან ამიტომ პოლიტიკოსებმა ვიდრე მოთხოვნებს გაავრცელებენ კონსტიტუციას უნდა ჩახედონ. ქარდავას, რურუას და კიდე დანარჩენებს მივმართავ, რა ლეგიტიმაციით ლაპარაკობენ? ამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წელს, მოემზადონ ეს პარტიები და მოიპოვონ მოსახლეობის ნდობა. მაინტერესებს, მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა?", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)