|
2018-06-04 13:32:05, 1158 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: შესაძლოა, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
მეტროს მემანქანეების გაფიცვას, შესაძლოა, სამართლებრივი რეაგირება მოყვეს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მემანქანეებს ბევრჯერ აუხსნა, რომ მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე ხელფასის მომატება არ შეუძლია. „მე ამ ადამიანებს ბევრჯერ შევხვდი და განვუმარტე რომ ის რასაც ეს ადამიანები, კერძოდ, მეტროს მემანქანეები ითხოვენ, ამის საშუალება ეკონომიკურად არ გააჩნია მუნიციპალიტეტს, აქედან გამომდინარე ალოგიკური იქნებოდა ეს გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან რომ მიგვეღო. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ქონდათ ამ უფლების რეალიზება დროებით შეზღუდული დავის გამო. ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანებმა გადადგეს დედაქალაქის და მოსახლეობის წინააღმდეგ ეს ნაბიჯი. მათი მხრიდან დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონი. ამიტომ მოყვება ამას სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დიციპლინირებული პასუხიმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა პასუხიმგებლობა“, - განაცხადა ხმალაძემ. შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, დილიდან დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)