|
2018-06-04 12:16:23, 1157 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკს“ ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილედ და ოპერაციების მართვის დირექტორად თორნიკე გოგიჩაიშვილი დაინიშნა. ამ პოზიციაზე გოგიჩაიშვილმა ვანო ბალიაშვილი შეცვალა, რომელიც თიბისი ბანკში თითქმის 20 წლიანი მუშაობის შემდეგ საქმიანობას უკვე სხვა სექტორში გააგრძელებს. თორნიკე გოგიჩაიშვილს ფინანსური სერვისებისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს. თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე, ის საქართველოს ბანკში ოპერაციების მართვის დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე, გოგიჩაიშვილს სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია ეკავა BGEO ჯგუფში. თორნიკე გოგიჩაიშილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ფლობს ოქსფორდის ბიზნესსკოლისა (Executive Diploma in Strategy and Innovation) და კავკასიის ბიზნესსკოლის (MBA) ხარისხს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ვანო ბალიაშვილს იმ თავდაუზოგავი შრომისა და შედეგებისთვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში გასწია. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო მისი წვლილი 2015 წელს, ბანკ კონსტანტსა და 2017 წელს, ბანკ რესპუბლიკას თიბისი ბანკთან შერწყმის პროცესში. წარმატებებს ვუსურვებ მას სამომავლო საქმიანობაში. აქვე მინდა თორნიკე გოგიჩაიშვილს მივულოცო თიბისი ბანკის გუნდში შემოერთება. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ფასეული შენაძენი იქნება თიბისის გუნდისთვის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბანკის ზრდასა და განვითარებაში", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ვანო ბალიაშვილი თიბისი ბანკში 1999 წლიდან სხვადასხვა პოზიცია ეკავა. 2010 წლიდან დღემდე ის თიბისი ბანკის ოპერაციის მართვის დირექტორად მუშაობდა.
(R)
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)