|
2018-06-03 22:36:37, 1274 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე ხვალ პრემიერთან შეხვედრას გეგმავს
ხვალ 2 საათზე მივდივარ პრემიერთან -ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. „ხვალ, 2 საათზე მივდივარ პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ყველა პოლიტიკოსთან, საზოგადოებრივ მოღვაწეებთან და ელიტის წარმომადგენლებთან ერთად. დანარჩენ დეტალებს ჩემი მეგობრები გაგაცნობენ. ბოდიშს გიხდით, მეუღლე მართლა ძალიან ცუდად მყავს. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. უნდა დავბრუნდე სახლში და ხვალ თქვენთან ვარ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ. ამასთან, როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განმარტა, შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული არ არის და იმედი აქვს, შეხვედრა ხვალ შედგება. ამ დროისთვის აქცია პარლამენტთან სრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)