|
2018-06-03 21:27:02, 1210 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: ზაზა სარალიძე ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ (ვიდეო)
ზაზა სარალიძე ამ ეტაპზე ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა ,მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა ზაზა სარალიძეს და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მისი ემოციური მდგომარეობა. „მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვინახულე ის. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა, ემოციური მდგომარეობა. მე ვმოქმედებ ბატონი ზაზას სურვილის შესაბამისად, ამიტომ განცხადებას, თუ სად იმყოფება იგი, ვერ გავაკეთებ, თუ სურვილი ექნება თავად იტყვის. თუმცა, მუდმივად ვაკონტროლებ, როგორ არის, რა ვითარებაშია. ამ ეტაპზე ის ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დატოვა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სარალიძე არის გადაღლილი და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და აქციის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატი ხვალიდან დაიწყებს ხორავას საქმეზე მომხდარი გამოძიების მონიტორინგს და ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის საზოგადოებას. ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან აქამდე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალებიც გამოითხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)