|
2018-06-03 19:25:58, 1339 ნახვა
კომენტარი
მალხაზ მაჩალიკაშვილი: რამაზანის დასრულების შემდეგ მე ვაპირებ აქციებს
რამაზანის დასრულების შემდეგ მე ვაპირებ აქციებს, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან განაცხადა. მისი თქმით, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ქართველი ხალხის გვერდში დგომის იმედი აქვს. „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთლიანად პანკისის ხეობა და ქისტი მოსახლეობა ქართველი ერის გვერდში იქნება. როგორც ავრცელებენ ინფორმაციას, პანკისის ხეობაში ტერორისტებს არ ზრდიან. იქ ვაჟკაცებს ზრდიან. პირველივე დღიდან, რაც ზაზამ დამირეკა და ჩემსავით გამწარებული იყო, სიტყვა მივეცი, რომ მის გვერდით ვიდგებოდი. ამას შევასრულებ. ჩვენთან ამჟამად რამაზანია. მთელი დღე უჭმელები ვართ, მაგრამ მაინც თქვენთან ვართ. ამის დასრულების შემდეგ აქციები უნდა დამეანონსებინა. ამას მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკური იქნება თუ არაპოლიტიკური. მთავარია გვერდში დგომა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)