|
2018-06-03 12:32:28, 1218 ნახვა
კომენტარი
კუპრავა: ჩვენმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ ჩამოშალა გუშინ სუს-ი
ჩვენ გვჭირდებოდა კონკრეტული ტაქტიკა იმისთვის, რომ მოგვეგიერებინა სუსის ორგანიზებული შეტევა - ასე განმარტა ზვიად კუპრავამ გუშინდელი მისი განცხადება, რომლის მიხედვითაც ის და ზაზა სარალიძე აღარ არიან თანამებრძოლები. მისი თქმით, საბოლოოდ მათმა სტრატეგიამ გაამართლა და სუს-ის გეგმები ჩამოიშალა. „მე და ზაზა ვართ თანამებრძოლები. უბრალოდ სუსს ქონდა ძალიან ორგანიზებული, ფართომასშტაბიანი შეტევა ბოლო 2 დღის განმავლობაში. პრაქტიკულად სუსმა, უშიშროების სამსახურებმა ყველა რესურსი რაც მათა გააჩნდათ, აბსოლუტურად ყველა რესურსი გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ. 2 ადამიანის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდებოდა კონკრეტული ტაქტიკა იმისთვის, რომ მოგვეგიერებინა სუსის ეს ორგანიზებული შეტევა. ჩვენმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ ჩამოშალა გუშინ სუსი“,- აღნიშნა კუპრავამ. ხოლო ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, გამოიწვია თუ არა აქციის მონაწილეთა შორის უკმაყოფილება და განხეთქილება აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და ფიგურის გამოჩენამ, კუპრამ განაცხადა რომ სხვა კითხვებს არ უპასუხებდა. კუპრავამ არც 51-ე სკოლისა და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მიერ დაანონსებულ ალტერნატიულ აქციაზე გააკეთა კომენტარი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)