|
2018-06-03 00:11:29, 1547 ნახვა
კომენტარი
ზვიად კუპრავა: მე და ზაზა სარალიძე ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ აღარ ვართ თანამებრძოლები
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ზვიად კუპრავას განცხადებით, ის და ხორავაზე ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე დღეიდან თანამებრძოლები აღარ არიან. „მე და ზაზა სარალიძე ვიყავით მეგობრები, ვართ და ვიქნებით. მაგრამ აღარ ვართ დღეიდან თანამებრძოლები. მე ზაზას სიმართლისთვის მაინც ვიბრძოლებ“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ. ცნობისთვის, საპატრულო პოციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინა აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის გარკვეული შეხლა-შემოხლა მოხდა. მისი თქმით, უთანხმოება აქციის სამომავლო გეგმებს უკავშირდებოდა. ამასთან, კუპატაძემ აღნიშნა, რომ კარავში, სადაც სარალიძე და კუპრავა იმყოფებოდნენ, რამდენიმე ნასვამი ადამიანი იყო, რომელთაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ამ დროისთვის, ზაზა სარალიძე კვლავ პარლამენტის შენობასთან იმყოფება. რაც შეეხება ზვიად კუპრავას, მან ეროვნულ-დემოკრატიულ ოფისში გადაინაცვლა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)