|
2018-06-02 23:26:24, 1237 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ზვიად კუპრავას დაკავება იგეგმება
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი უფლებადამცველის, ზვიად კუპრავას დაკავებას გეგმავს. სარალიძის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა მოტივით იგეგმება კუპრავას დაკავება. „მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გახარიას უწყება აპირებს ზვიადის გაქრობას. დამიდექით ყველა გვედით, მთელ საქართველოს ვუხმობ. პროვოკაციაზე წამოვიდა ხელისუფლება! ძირს ხელისუფლება! ან თქვენთან ერთად ან მარტო, თავს შევაკლავ და მაინც მივაღწევ სიმართლეს! გთხოვთ ყველას. დამეხმარეთ ჭეშმარიტების მიღწევაში. ისინი კიდევ დგავენ ნაბიჯებს, რომ გაგვანეიტრალონ, მაგრამ არ მივცემ ამის უფლებას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ამის შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სარალიძე კვლავ კარავში შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ კარვის გარშემო მისი მხარდამჭერები იმყოფებიან და კარავში შესვლა რიგით მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)