|
2018-06-02 18:59:25, 1189 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: შვილის ცხედრის წინაშე დავიფიცე, რომ მკვლელს აუცილებლად დავსჯი - კანონით ან უკანონოდ
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, მისი შვილის დაჭრის ფაქტში 3 ადამიანი მონაწილეობდა. როგორც სარალიძემ "ტვ პირველის" ეთერში განცხადა, 2 პირი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. მან დასძინა, რომ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს და შვილის მკვლელებს დასჯის. "დღეს ძალიან ბევრი შვილმკვდარი მშობელი მოდის აქციებზე და აკეთებენ განცხადებებს. ისინი უდიდესი უსამართლობის წინაშე დგანან. ხალხს დაუხოცეს შვილები და ეს საქმეები გამოძიებულიც კი არ არის. მთავარი საკითხი თუ რატომ ჩავერთე ამ ბრძოლაში - ჩემი შვილის ცხედრის წინაშე დავიფიცე, რომ სიმართლეს მივაღწევ. ჩემი შვილის მკვლელს აუცილებლად დავსჯი - ან კანონით ან უკანონოდ. კარგად იცით, როგორია ქართველი ადამიანი ასეთ ვითარებაში. თუ მთავრობა მათ არ დასჯიდა, ქვეყნის ნებისმიერ ადგილას, რომ წასულიყვნენ ვიპოვიდი და დაუსჯელები არ დარჩებოდნენ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვაჟკაცი ვარ და ასე გავაკეთებდი. ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ადრე თუ გვიან ასეც მოხდება. რატომ ვიბრძვი სამართლიანობისთვის - 3 ადამიანია ვინც დათუნას დაჭრის ფაქტში მიიღო მონაწილეობა. ერთს სასჯელი გადაუკვალიფიცირდა, ხოლო კიდევ 2 პირი გარეთ არის", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)