|
2018-06-02 18:52:35, 1360 ნახვა
კომენტარი
მალხაზ მაჩალიკაშვილი: მეშინია, იარაღი არ ჩამიდონ და არ დამაკავონ
პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მან „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მას შემდეგ, რაც სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა, მისი დევნა და თვალთვალი დაიწყეს. მაჩალიკაშვილის თქმით, დღეს თბილისში აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც ტაქსის მძღოლს, ტელეფონზე ახმეტის პოლიციიდან რამდენჯერმე დაურეკეს და მგზავრის ვინაობას ეკითხებოდნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ სუს-ი მისთვის იარაღის „ჩადებას“ აპირებს. „შიშით კი არ მეშინია მაგათი, მარტო რომ ვარ, როგორც ჩაუდეს თემირლანს, მეშინია, რომ რაღაც არ ჩამიდონ ან „ლიმონკა“ იქნება ან იარაღი იქნება, რომ გამაჩერონ ან დამაკავონ. რაღაც იარაღი, ალბათ, უფრო დამაჯერებელი იქნება, მაგათი აზრით... მცდელობები არის ძალიან, ვიცი, ამას ვხედავ და ვხვდები ყველაფერს. როგორც კი აქციები დაიწყეს, მას შემდეგ ხდება ეს“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)