07:12 - 05 Nov, 2026
|
2018-06-02 16:51:24, 1194 ნახვა
კომენტარი
„ემოციებით ვართ გამოსული, ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხება“ - ზაზა სარალიძე პატრიარქს შეხვდა
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სარალიძე უწმინდესთან შესახვედრად ოჯახთან ერთად იყო მისული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი მტკივნეულ თემებს შეეხო. შეხვედრის სხვა დეტალებზე ზაზა სარალიძეს მედიასთან არ უსაუბრია. „მეუღლე და ბავშვი მახლავს, ემოციებით ვართ გამოსული. ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხებოდა. არ მინდა, რომ მეუღლემ იგრძნოს თავი ცუდად. 6 თვეა ადამიანს ხმა არ ამოუღია“, - აღნიშნა სარალიძემ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)