|
2018-06-01 21:46:36, 1480 ნახვა
სამართალი
ფილარმონიასთან 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 7 კი, გამოკითხვაზეა გადაყვანილი
ფილარმონიასთან „ქართული მარშის“ აქციაზე დაკავებული პირებიდან 7 გამოკითხვაზეა გადაყვანილი, ხოლო ოთხი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. ცნობისთვის, ფილარმონიასთან შეკრებილმა „ქართული მარშის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა მათივე თქმით, პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან და ეს მათთვის მიუღებელია. სწორედ აღნიშნულის გამო გადაწყიტეს კონტრაქციის გამართვა. ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა. "ქართული მარშის" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)