14:43 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 16:11:50, 1228 ნახვა

საზოგადოება
სანდრა რულოვსი: რაც მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ ის, რომ გამოძიება დარღვევებით ჩატარდა, ოჯახისთვის ამ ფაქტს უფრო ამძიმებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა და პარლამენტის წინ მივიდა.

როგორც ყოფილმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, ძალიან ცუდია, რომ სამართლიანობის აღდგენას გამოძიების დარღვევებით ჩატარება უშლის ხელს.

„ვაცხადებ ჩემს მხარდაჭერას ბატონ ზაზასთან და მის სამართლიანობის აღდგენის ბრძოლასთან. ხმა აღარ აქვს ბატონ ზაზას, მაგრამ ხალხი დგას მასთან და მე იმედი მაქვს, რომ ხალხი მის მაგივრად ილაპარაკებს დღეს და მაგრად იქნებიან, მოითხოვენ აუცილებლად, რომ სამართლიანობა აღდგეს. რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ის გამოძიება, რომელიც დარღვევებით ჩატარდა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ ოჯახისთვის და მთელი საზოგადოებისთვის ამ ფაქტს.

მნიშვნელოვანია, რომ სისხლიანი გარჩევების ინსტიტუტი შეიცვალოს, ასევე ადამიანები დანით და მუშტებითთ არ არკვევდნენ საქმეებს. ამაში ოჯახს, აღზრდას და სკოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებ, ეს ყველაფერი კი გრძელვადიანი პროცესია“, – აღნიშნა ყოფილმა პირველმა ლედიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics