|
2018-06-01 14:48:33, 1317 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი: ვერანაირი ახალი პროკურორის შერჩევა და დანიშვნა ამ კრიზისს ვერ განმუხტავს
ვერც ერთი კანდიდატურა, რომელსაც შეარჩევს „ქართული ოცნება“ ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. "ის უბრალოდ იქნება მორიგი შოთაძე, რომელიც მოექცევა ივანიშვილის წნეხის ქვეშ და ვერც ერთ გახმაურებულ საქმეზე ვერ დადებს რეალურ შედეგს. შესაბამისად, კითხვები საზოგადოებაში დარჩება. ჩვენ ვთვლით, რომ პროკურორი უნდა შეირჩეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით, ამას მივესალმებით და ვიქნებით ჩართული. ის ვითარება, რომელიც იყო გუშინ და ბოლო პერიოდის განმავლობაში, ნათლად ადასტურებს, რომ ვერანაირი ახალი პროკურორის შერჩევა და დანიშვნა ამ კრიზისს ვერ განმუხტავს. ამის ერთადერთი გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,’’ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)