|
2018-06-01 14:02:16, 1561 ნახვა
კომენტარი
ტარიელ კაკაბაძე: მიმაჩნია, რომ სასჯელი არაადეკვატურია განაჩენთან - დიდი ალბათობით, გავასაჩივრებთ
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე თბილისის საქალაქო სამსამართლოს მოსამართლის ეკა არეშიძის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. კაკაბაძის თქმით, საქმე დიდი ალბათობით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. „იმ ფონზე როდესაც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მოკლა დავით სარალიძე და ჩათვალა, რომ მას ის არ მოუკლავს, მიმაჩნია რომ ეს სასჯელი არაადეკვატურია თვითონ განაჩენთან, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, თუ რას დაწერს მოსამართლე, როგორ დაასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ ჩამოვყალიბდებით გავასაჩირებთ თუ არა. თუმცა ზოგადად სააპელაციოში რომ წავა ეს საქმე და ორივე მხარე გაასაჩივრებს, დიდი ალბათობით მოივლის უზენაეს სასამართლოს, ამაში საზოგადოებას და არავის ეჭვი არ ეპარება“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)