|
2018-06-01 12:59:44, 1111 ნახვა
კომენტარი
„ჩემი სათქმელი იყო, გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული“ - პრეზიდენტის შეხვედრა ზაზა სარალიძესთან დასრულდა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და ხორავაზს ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ჟურალისტებს განუცხადა, მან მოკლული მოზარდის მამისგან მიიღო ინფორმაცია იმ პრეტენზიების შესახებ, რომელსაც მას გააჩნდა. "პირველ რიგში ჩემი სათქმელი იყო, გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. მეორე - ჩემი მიზანია ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე სხვა ადამიანებს ვისაც აქვს ეს ტკივილი, იმისთვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი და ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის, მე ვეურთიერთები ბუნებრივია ხელისუფლებასაც და არ დავიღლები ამ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის. იყოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც ისინი პოულობენ სამართლიანობის განცდას და სტაბილურობას", - განაცხადა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილის და ზაზა სარალიძის შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პრეზიდენტის სურვილით ის მედიისთვის დახურული იყო. აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილის აქციაზე მოსვლას ზაზა სარალიძე გუშინ ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)