|
2018-06-01 11:05:14, 1651 ნახვა
კომენტარი
„ვიცი ადრე თუ გვიან ბოლოს მომიღებთ და იური ვაზაგაშვილის ბედს გავიზიარებ“ - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. სარალიძე პრემიერს სამძიმრის გამოცხადებისთვის მადლობას უხდის, თუმცა ამბობს, რომ ხელახალ გამოძიებას უნდობლობას უცხადეს. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის. ეხლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას. მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ. რომელ გამოძიებაზეა საუბარი როდესაც აღარც მოწმეები და აღარც ნივთ მტიცებები აღარ არსებობს. მოწმეების მშობლები დააშინეს პროკურატურის დახმარებით სუბელიანის ოჯახმა და აგრეთვე გაანადგურეს ნივთმტკიცებები. როგორ ფიქრობთ? ვინმე გადადგავს ნაბიჯს და თავიანთი შვილების სიცოცხლეს ეჭქვეშ დააყენებენ??? მე ვიცი რო განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე და ადრე თუგვიან მომიღებთ ბოლოს და ბატონი იური ვაზაგაშვილის ბედს გავიზიარებ. მაგრამ მე არ მოგცემთ უფლებას ჩემ შვილს სულში ჩააფურთხოთ მანამ სანამ ცოცხალი ვარ. მაგ ზღაპრებს მე ექვსი თვე ვისმენდი“, - წერს ზაზა სარალიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)