|
2018-06-01 01:17:49, 1530 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: გარანტიას ვაძლევ მშობლებს, რა ხარისხითაც მოითხოვენ გამოძიებიდან ინფორმაციას, იმ ხარისხით მიიღებენ
მინდა, გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, რა ხარისხითაც მოითხოვენ ინფორმაციის მიღებას, იმ ხარისხით მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, მოკლული მოზარდების მშობლები ინფორმაციის მიღებას როგორც შს სამინისტროსგან, ასევე დროებითი საგამოიებო კომისიისგან შეძლებენ. "მინდა, გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი მოითხოვენ ინფორმაციის მიღებას და ჩართვას პროცესში, იმ ხარისხით მიიღებენ ინფორმაციას და იქნებიან მაქსიმალურად ჩართულნი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ეს კომუნიკაცია იქნება მაქსიმალური", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)