|
2018-06-01 01:04:39, 1448 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებას გიორგი გახარია უხელმძღვანელებს და მე გავაკონტროლებ მთლიანად პროცესს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს. კვირიკაშვილის თქმით, გამოძიების პროცესს შს მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის გამოძიების მიმდინარეობაში თავადაც ჩაერთვება. "ხვალ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიების პროცესში და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს. ის იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ მთლიანად პროცესს. მეორე - დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც რამდენადაც მე ვიცი შესაძლებელია და კარგიც იქნება, უმცირესობა იქნას წარმოდგენილი უმრავლესობის სახით და უმოკლეს ვადაში დაიწყებს კომისია მუშაობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა მოკლული მოზარდების მშობლებსაც მიმართა: "მინდა გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს და ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი პროცესში ჩართვას მოითხოვენ იმ ხარისხით ჩაერთვებიან და მიიღებენ ინფორმაციას, როგორც შს სამინისტროსგან ისე კომისიისგან", - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)