|
2018-06-01 00:06:30, 1360 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: პრემიერი მოვიდა არა იმიტომ რომ ჩემთვის ეთანაგრძნო - უნდოდა კიდევ მოვეტყუებინე
პრემიერს უნდოდა კიდევ მოვეტყუებინე, - ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს. „არამარტო სისტემა, არამედ ხელისუფლება დაგვეტაკა ჩვენ. პრემიერი მოვიდა არა იმიტომ რომ ეთანაგრძნო ჩემთვის, არა იმიტომ რომ ეთქვა, რომ დღესვე დაკავებული იქნებიან ჩემი შვილის მკვლელები და მათი მფარველები. არამედ კიდევ უნდოდა რომ მოვეტყუებინე. 6 თვე მატყუებდნენ“,- განაცხადა სარალიძემ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, თუმცა მომიტინგეებმა მას სხვადასხვა ნივთები ესროლეს და სითყვის დასრულების საშუალება არ მისცეს. ცნობისთვის, პრემიერი ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან მივიდა და აქციის მონაწილეებისთვის მიმართვა სცადა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს და სხვადასხვა ნივთები ესროლეს. ამის შემდეგ პრემიერმა ტერიტორია პარლამენტის ეზოს გავლით დატოვა. შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან ათასობით ადამიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას და მთავრობის გადადგომას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)