14:44 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 23:26:37, 1162 ნახვა

საზოგადოება
შსს - მირზა სუბელიანს ქვეყანა არ დაუტოვებია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა ქვეყანა დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის უფლებადამცველმა ზვიად კუპტრავამ გაავრცელა.

„ახლა მატყობინებენ, რომ მირზა სუბელიანმა დატოვა ქვეყანა ოჯახთან ერთად“, - აღნიშნა კუპრავამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სწორედ მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემაა. ისინი ასევე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნებია: პასუხისგებაში მიეცეს უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე; გადადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ასევე მოსამართლეები - მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ცოტა ხნის წინ აქციას რეგიონებიდანაც შეურთდნენ. ასევე აქციაზე მივიდნენ სპორტული კლუბის „დინამოს“ წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე საქართველო-საფრანგეთის რაგბის მატჩზე მყოფი მოქალაქეებიც მივიდნენ და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის სრულად გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics