|
2018-05-31 21:12:07, 1432 ნახვა
კომენტარი
კუპრავა: მურუსიძის, ჩინჩალაძის, გვენეტაძის და სუბელიანის პროკურატურაში დასაბარებლად ხელისუფლებას ვადას 22:00 საათამდე ვაძლევთ
„გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი. თუ 22:00 საათზე ეს პირები არ იქნებიან პროკურატურაში დაბარებული, სხვა მოთხოვნებს დავაყენებთ“, - ამის შესახებ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ განაცხადა. „ჩვენი მოთხოვნაა, მირზა სუბელიანი ჩაჯდეს ციხეში. მთავარი პროკურორი გაწირეს და მირზას არ სვამენ ციხეში. ვინ არის ეს კაცი?! მოვითხოვთ გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი. როდესაც ეს მოთხოვნები შესრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ სისტემა ჩამოვშალეთ. ველოდებით ათ საათს. თუ ათ საათზე ეს პირები არ იქნებიან პროკურატურაში დაბარებულები და არ ექნებათ შესაბამისი ბრალი წაყენებული, სხვა მოთხოვნებს დავაყენებთ. ხალხის გეშინოდეთ“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ. ცნობისთვის პარლამენტის შენობასთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ადგილზე ათასობთ ადამიანია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორის გადადგომა საკმარისი არ არის და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას ითხოვენ. რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის სრულად გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)