|
2018-05-31 19:39:06, 1209 ნახვა
კომენტარი
კუპრავა: გვაქვს ინიციატივა, შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი და შევარჩიოთ მთავარი პროკურორი
ჩვენ გვაქვს ინიციატივა, შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი და შევარჩიოთ მთავარი პროკურორი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. "ზაზა სარალიძის ინიციატივაა, შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით, სადაც იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან. მთავარი პროკურორობისთვის ადვოკატებისა და იურისტებისგან შევარჩიოთ წესიერი კანდიდატი. ამავდროულად მოთხოვნა უფრო მკაცრდება მირზა სუბელიანისა და ირაკლი შოთაძის პასუხისგებაში მიცემის შესახებ", - განაცხადა კუპრავამ. ამ წუთებში აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მათ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია უნდა დაიკავონ. ცნობისთვის, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე რამდენიმე წუთის წინ გადადგა. შოთაძის განცხადება პროკურატურამ გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)