|
2018-05-31 18:36:56, 1165 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ცქიტიშვილი: მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს
„გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დაუყონებლივ უნდა დატოვოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ის რაც დღეს თბილისში ხდება, პროკურატურის მიმართ ნდობის ღმრა კრიზისზე მეტყველებს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს პარლამრნტის საგამოძიებო კომისია გამოიძიებს. მაგრამ იმავდროულად ის რაც დღეს თბილისში ხდება, საზოგადოების პროკურატურის მიმართ ნდობის ღმრა კროზისზე მეტყველებს, რაც არა მხოლოდ ამ საქმიდან გამომდინარეობს. მიმაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დაუყონებლივ უნდა დატოვოს. პარლამენტის საგამოძიებ კომისია აუცილებლად დადებს ობიექტურ შედეგს", - წერს ცქიტიშვილი. შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მის მომხრეებთან ერთად პროკურატურის შენობასთან მას შემდეგ მივიდა, რაც სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი გაამართლა, ხოლო მეორეს მუხლი გადაუკვალიფიცირა და იგი მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ზაზა სარალიძის თქმით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან. აქედან გამომდინარე იგი დამნაშავეების დასჯას და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)