|
2018-05-31 17:55:44, 1081 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი: ჩამოსული ვარ რომ ზაზას დავუდგე გვერდით, ვიდრე ის თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავარ პროკურატურასთან მივიდა, სადაც მოქალაქეები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჩამოვიდა თბილისში რათა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს გვერდში დაუდგეს. "მე ჩამოსული ვარ აქ იმიტომ, რომ ზაზას დავუდგე გვერდით და ვიდგები იქამდე, ვიდრე ეს ადამიანი თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს. რაც შეეხება ჩემს საქმეს, მე ყოველ დღე სარწმუნო წყაროებიდან ვიღებ ინფორმაციას, რომ ჩემი შვილი სპეციალურადაა მოკლული. ვფიცავ მაღალ ღმერთს, ჩემი შვილი რომ იყოს დამნაშავე, გინდაც ეჭვმიტანილი, მე მას თავად დავახრჩობდი, თუ რამე ექნებოდა საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული. სარალიძის გვერდით ვიდგები, ვიდრე ის საკუთარ სიმართლეს არ იპოვის, მერე კი ჩემს ხალხს გამოვიყვან და ვაჩვენებ ამათ რა შემიძლია, ვინ არიან ჩემს ზურგს უკან და ვანახებ ყველას რა შეუძლია მალხაზ მაჩალიკაშვილს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)