|
2018-05-31 13:09:03, 1466 ნახვა
კომენტარი
პროკურატურა მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის, მარიამ გოგოხიას განცხადებით, ბრალდების მხარისთვის სასამართლოს მიერ მირებული გადაწყვეტილება გაუგებარია. როგორც გოგოხიამ აღნიშნა, პროკურატურა სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. "ეს დანაშაულებრივი ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულებს 1/4-ით შეუმცირდებათ სასჯელი. ბრალდების მიერ წარდგენილი იყო ყველა უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა ორივე ბრალდებულის მიმართ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, ვინაიდან დღეს სასამართომ გამოაცხადა მხოლოდ და მხოლოდ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, აქედან გამომდინარე ჩვენთვის უცნობია, რომელი მტკიცებულება არ გაიზიარა სასამართლომ. ჩვენთვის აღნიშნული გადაწყვეტილება ბუნდოვანი და გაურკვეველია, შესაბამისად, ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა არიამ გოგოხიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)