|
2018-05-30 15:14:35, 1420 ნახვა
კომენტარი
კვიციანი: გასაკვირი ის უფროა, ოკუპირებულ ტერიტორიებს სომხეთი, ბელარუსი და რუსეთის სხვა მეგობრები რომ არ აღიარებენ
ავად სახსენებელი კომუნისტების დროს რატომ ვმრავლდებოდით ასე ძალიან და ახლა, როცა უამრავი ქვეყანა გვიდგას გვერდით - ვწყდებით, ამის მიზეზი არ უნდა ვიკითხოთ?, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა. ის სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებას გამოეხმაურა და აღნიშნა რომ ოკუპაციის კანონი უსარგებლოა. „მინდა შევეხო სირიის მომენტს, მან აღიარა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის შედეგი იმისა, რაც 2006-2008 წლებში მოხდა ჩვენს ქვეყანაში. 14 წელი ცდილობდა რუსეთი, რომ თავად ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მაგრამ ვერ მოახერხა. ეს იმიტომ, რომ აფხაზეთის 30%-ს ვერ აკონტროლებდა, ამას ჩვენ ვაკონტროლებდით, ქართველები. 2006 წელს შემოგვივარდა უკანონოდ, კონსტიტუციის მე-2 მუხლის დარღვევით სააკაშვილი თავისი ბანდით და 2008 წელს ჩააბარა ის ტერიტორიები, რის გამოც ვერ აღიარებდა რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. დღეს გვიკვირს სირიამ როგორ აღიარაო? გასაკვირი ის უფროა, რუსეთის სხვა მეგობარი ქვეყნები, სომხეთი, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები რომ არ აღიარებენ. რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ეს? პატარა ხაფანგი ხომ არ არის როგორც ეს სჩვევიათ ხოლმე? მარტში იორდანიის წარმომადგენლობა ჩაბრძანდა სოხუმში, ჩვენგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა, არავის არაფერი უთქვამს ამასთან დაკავშირებით, გვაქვს ოკუპაციის კანონი, რომელიც არაფერს გვიკეთებს გარდა იმისა, რომ აფხაზები და ქართველები ერთმანეთთან არ მივიდეთ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყველა პრობლემის თავი და თავი დემოგრაფიული კატასტროფაა და აღნიშნავს, რომ ხალხის გარეშე არც ტერიტორიაა საჭირო. „ბროშურა მაქვს მოტანილი, რომელიც თქვენს კაბინეტებში დევს უკვე ორი თვეა. მისი ავტორია პროფესორი ანზორ თოთაძე. ყველაზე მწვავედ სადაც გვიჭირს, ეს არის დემოგრაფია. თუ ჩვენ გავწყდით, არც ტერიტორია დაგჭირდება და აღარც დამბრუნებელი იქნება ამ ტერიტორიების. ბროშურაში წერია, რომ 1950 წლიდან 1959 წლამდე ნახევარ მილიონზე მეტით ვართ მომატებული, ასე ხდებოდა ყოველ ათწლეულში. 1990-1999 წლებში დაკლებული ვართ 400 ათასით. ამის მიზეზი ხომ უნდა გავარკვიოთ? რა არის მიზეზი იმისა, იმ ავად სახსენებელი კომუნისტების დროს რატომ ვმრავლდებოდით ასე ძალიან და ახლა, როცა უამრავი ქვეყანა გვიდგას გვერდით, ვწყდებით - მიზეზი არ უნდა ვიკითხოთ?“, - განაცხადა კვიციანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)