|
2018-05-29 22:03:29, 1493 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი „UNESCO"-ს გენერალურ დირექტორ ოდრე აზულეს შეხვდა
28 მაისს პარიზში საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და „UNESCO"-ს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს „UNESCO"-თან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი დაინტერესდა საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის მიმართულებებით. იუსტიციის მინისტრმა გენერალურ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტის 17-19 ივლისს საქართველოში ორგანიზების თაობაზე, რომლის თავმჯდომარეობა ჩვენმა ქვეყანამ გასულ წელს საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა. იუსტიციის მინისტრი გენერალურ დირექტორს ესაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განადგურების ფაქტების თაობაზე. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა „UNESCO"-ს მიერ ადგილზე არსებული მძიმე მდგომარეობის შესწავლისა და მონიტორინგის საჭიროებას პრობლემების აღწერისა და შემდგომი დაზიანებების პრევენციის მიზნით. საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა „UNESCO"-ს გენერალური დირექტორის ინიციატივას ქალაქ მოსულში ისლამური სახელმწიფოს მიერ დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის შესახებ და ხელნაწერთა აღდგენის პროცესში ეროვნული არქივის რესტავრატორთა ჩართულობას დაჰპირდა. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და სპორტის სამინისტროების მიმდინარე სხვადასხვა პროექტს „UNESCO"-ს ფარგლებში. შეხვედრის დასასრულ, მინისტრმა ოდრე აზულე საქართველოში მოიწვია.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)