|
2018-05-29 19:16:40, 1386 ნახვა
კომენტარი
ნინო გოგუაძე: ეს არის რეჟიმის მიერ რეჟიმის მხარდაჭერა და ვერავითარი გავლენა ვერ ექნება საერთაშორისო დონეზე
„ეს არის რეჟიმის მიერ რეჟიმის მხარდაჭერა და ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება საერთაშორისო დონეზე“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მოკავშირე სირიის ამჟამინდელი, საკუთარი ხალხის განადგურებისთვის მომართული რეჟიმია, ხოლო საქართველოს მოკავშირე - მთელი საერთაშორისო ცივილური საზოგადოება. „ნიშანდობლივია, რომ როდესაც რუსეთის და სირიის აგრესორი რეჟიმები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობენ. რეზოლუციით, რომელიც დამოუკიდებლობის 100 წლისთავისთვის მომზადდა, ჩვენი პარტნიორები გმობენ რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებენ. სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი აგრესიას და ხალხის ერთმანეთისგან გათიშვას უპირისპირებს და გამოხატავენ მზადყოფნას ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მეტი თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ნინო გოგუაძემ. შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)