|
2018-05-29 19:02:05, 1259 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: აღნიშნული ინიციატივები, ასევე, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან
აღნიშნული ინიციატივები, ასევე, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობა ერთ-ერთ მთავარ რისკ ფაქტორად განიხილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი. „აღნიშნული ინიციატივები, ასევე, სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. არსებობს უამრავი ანგარიში სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, რომელიც იძლევა რეკომენდაციას, გავაძლიეროთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები ეკონომიკაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. როგორც მან აღნიშნა, სარეიტინგო კომპანია „მუდისმა" (Moody's) ცალსახად დადებითად შეაფასა ჭარბვალიანობის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს საბანკო და საფინანსო სექტორში საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)