|
2018-05-29 16:53:04, 1313 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: მნიშვნელოვანია, გავწიოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რომ სირიის აღიარებას სხვა ქვეყნებისგან მსგავსი ნაბიჯი არ მოჰყვეს
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავწიოთ ყველანაირი დიპლომატიური ძალისხმევა იმისთვის, რომ სირიის რეჟიმის აღიარებას არ მოჰყვეს რეგიონში სხვა ქვეყნების მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შეფასებისას განაცხადა სამადაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ანექსიის შემდეგ რუსეთმა სათანადო პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა და სირიის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ ამის გაგრძელებაა. „რუსეთის ყველა ნაბიჯი, რომელიც განხორციელდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის და ანექსიის გაღრმავების თვალსაზრისით, დარჩა დაუსჯელი. რუსეთს არ მოუწია არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არაფერზე და ეს ყველაფერი გაგრძელდა ლოგიკურად, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი დღეს უკვე წარმატებას აღწევს, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების მოპოვების თვალსაზრისით. დღეს საქართველოს პოზიციები ბევრად უფრო მყარი იქნებოდა ჩვენ რომ ბევრად უფრო მკვეთრი პოზიცია დაგვეფიქსირებინა რუსეთთან მიმართებაში, მათ შორის საქციების კონტექსტში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავწიოთ ყველანაირი დიპლომატიური ძალისხმევა იმისთვის, რომ სირიის რეჟიმის აღიარებას არ მოყვეს რეგიონში სხვა ქვეყნების მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა“, - აცხადებს სამადაშვილი. შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)